გიუმრიში ოჯახის მკვლელი რუსი ჯარისკაცი ფსიქიკურად ჯანმრთელია

ცნობილი რუსი ჯარისკაცი ვალერი პერმიაკოვი, რომელმაც სომხეთის ქალაქ გიუმრიში 7 ადამიანი მოკლა, ფსიქიკურად ჯანმრთელია. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება. ფსიქიატრიული ექსპერტიზა გიუმრიში, რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ჩატარდა, სადაც ვალერი პერმიაკოვი დაკავების დღიდან იმყოფება. ამ დასკვნის შემდეგ ვალერი პერმიაკოვის ღია სასამართლო გიუმრის 102-ე ბაზის ტერიტორიაზე გაიმართება. მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
ქალაქ გიუმრიში ავეტისიანების ოჯახის მკვლელობა 2015 წლის 12 იანვარს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, პერმიაკოვმა იარაღით ხელში სამხედრო ნაწილი თვითნებურად მიატოვა, ავეტისიანების ოჯახში მივიდა და შვიდი ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი მოკლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები