25 ათასი მომხმარებელი სოციალურ ქსელ ფეისბუქს სასამართლოში უჩივის

სოციალური ქსელ ფეისბუქს 25 ათასი მომხმარებელი სასამართლოში უჩივის. მოსარჩელე მხარე სოციალურ ქსელს კონფიდენციალურობის შესახებ ევროპული კანონების დარღვევაში ადანაშაულებს. პირველი მოსმენა ვენაში ხუთშაბათს გაიმართება. მოსარჩელეთა განცხადებით, ცხოვრების კონფიდენციალურობა ირღვევა იმ მომენტში, როდესაც ქსელი ავრცელებს ინფორმაციას მომხმარებლის მიერ ღილაკ LIKE-ზე დაჭერის შემთხვევაში.
როგორც პირადი მონაცემების დაცვისთვის მებრძოლმა მაქს შრემსმა სააგენტო „ფრანს პრესს“ განუცხადა, ფეისბუქი თანამშრომლობს თვალთვალის სიტემა Prism-თან, რომელიც 2007 წელს აშშ-ს ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტომ აამოქმედა.
„ჩვენ ვთხოვთ ფეისბუქს, რომ მან ადამიანების თვალთვალი შეწყვიტოს და მიიღოს ადამიანებისთვის გასაგები კონფიდენციალობის პოლიტიკა და ასევე შეწყვიტოს იმ ადამიანებზე მონაცემების შეგროვება, ვინც ქსელის მომხმარებელი არც კი არის“,- განაცხადა შრემსმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები