ირაკლი შიოლაშვილმა 9 აპრილს გარდაცვლილი შალვა ქვასროლიაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო
კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად, თელავში მდებარე სოფელ აკურაში, შალვა ქვასროლიაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო და მისი საფლავი გვირგვინით შეამკო. აღსანიშნავია, რომ ქვასროლიშვილი 9 აპრილს დაიღუპა.
“26 წელი გავიდა იმ ტრაგედიიდან, რომელიც რუსთაველის გამზირზე ქვეყნის დამოუკიდებლობის მოთხოვნას მოყვა. თითოეული ჩვენგანის ვალია, პატივი მივაგოთ გმირებს. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილი გმირების ოჯახებს”, – განაცხადა შიოლაშვილმა.