აშშ-ში შვილის მკვლელობაში ბრალდებულ დედას 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალგაზრდა ქალს 5 წლის შვილის მოწამვლის გამო 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ექიმებმა დაამტკიცეს, რომ ბავშვის გარდაცვალება მის ორგანიზმში მარილის ხსნარის გადაჭარბებულმა დოზამ გამოიწვია. გამოძიების ინფორმაციით, ბავშვი საავადმყოფოში 17-ჯერ მოხვდა და ექიმები მის გადარჩენას ახერხებდნენ. დედამისი ბავშვს პერიოდულად პირში მილს უდებდა და მარილის ხსნარს ასმევდა. ექიმებმა დაადგინეს, რომ ქალი ფსიქიკურად აშლილი იყო და ბავშვის მოწამვლა დედის მხრიდან ზედმეტი ყურადღების მოთხოვნამ გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები