ჟერარ დეპარდიემ რუსეთში უძრავი ქონება გაყიდა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაზე უარის თქმას აპირებს

ცნობილი ფრანგი კინომსახიობი ჟერარ დეპარდიე რუსეთში ქონებას ყიდის და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაზე უარის თქმას აპირებს. რუსული პორტალის „არგუმენტი.რუ“-ს ცნობით, მას საფრანგეთი ენატრება, მაგრამ ამ ეტაპზე საცხოვრებლად რუსეთიდან ბელგიაში გადასვლას აპირებს. გამოცემის ინფორმაციით, დეპარდიემ ბელგიაში ბინა უკვე შეიძინა.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის ბოლოს ჟერარ დეპარდიემ საფრანგეთში ე.წ. ფუფუნების გადასახადის გადახდაზე უარი თქვა. მაშინ ის საცხოვრებლად ბელგიაში წავიდა. 2013 წლის 1 იანვრიდან კი მას რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭეს „კინემატოგრაფიის განვითრებაში“ შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები