ირანის პრეზიდენტი – თუ სანქციები არ გაუქმდება, ჩვენ შეთანხმებას ხელს არ მოვაწერთ

ირანის პრეზიდენტმა ხასან როუხანიმ სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, რომ თეირანს და ე.წ. „ექვსეულს“ შორის ბირთვულ პროგრამაზე საბოლოო შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, თუ ირანის წინააღმდეგ ყველა სანქცია არ გაუქმდება. როუხანიმ ეს განცხადება დასავლეთში ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიის კომენტირებისას გააკეთა.
ზოგიერთი პოლიტიკოსი ირანის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების წინააღმდეგ გამოდის, ხოლო ისრაელის ხელისუფლება ამ შეთანხმებას ებრაული სახელმწიფოს უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას უწოდებს. ევროკავშირის წამომადგენლები აცხადებენ, რომ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პარალელურად მოხდება. ამასთანავე, აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ირანის მიერ ტერორიზმის მხრდაჭერისა და ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევაში სანქციები შენარჩუნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები