„ამნესტი ინტერნეშენელი“ დონბასის პრორუს სეპარატისტებს სამხედრო ტყვეების დახვრეტაში ადანაშაულებს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშენელი“ ფლობს მასალებს დონბასში პრორუსი სეპარატისტების მიერ უკრაინელი სამხედროების დახვრეტის შესახებ. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ეს არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა და ამაზე გამოძიება უნდა ჩატარდეს. კერძოდ, უფლებადამცველ ორგანიზაციას მაგალითად მოჰყავს დატყვევებული უკრაინელი ჯარისკაცის იგორ ბრანოვიცკის დაკითხვის ვიდეომასალა, რომელიც დონეცკის აეროპორტთან საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა, ტყვედ ჩავარდა და შემდეგ ერთ-ერთმა სეპარატისტმა ის დახვრიტა. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, პრორუს სეპარატისტთა ერთ-ერთმა საველე მეთაურმა არსენი პავლოვმა, ზედმეტსახელად „მოტოროლამ“, 15 სამხედრო ტყვეს დახვრეტა აღიარა. „ამნესტი ინტერნეშენელის“ ინფორმაციით, მათ შორის ბრანოვიცკიც იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები