რუსეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა

15 ადამიანი დაშავდა ლიპეცკის ოლქში მომხდარი სარკინიგზო ავარიის შედეგად. სამართალდამცველი ორგანოების ინფორმაციით, სამგზავრო მატარებელს ლოკომოტივი დაეჯახა. ინციდენტი სადგურ „გრიაზიზე“ ლოკომოტივის გამოცვლის დროს მოხდა. წინასწარი ვერსიით, სამანევრო ლოკომოტივი თვითნებურად დაგორდა და „მოსკოვი-ვოლგოგრადის“ სამგზავრო მატარებელს დაეჯახა. ერთ-ერთი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები