ჩეჩენ ახალგაზრდას აშშ-ში სიკვდილით დასჯა ემუქრება

ბოსტონის სასამართლომ 2013 წლის 15 აპრილს მარათონზე მომხდარი ტერაქტის საქმეზე ჯოხარ ცარნაევი დამნაშავედ ცნო. ცარნაევი ფიზიკური პირების მიმართ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყებაშია დამნაშავედ ცნობილი, რასაც ადამიანების დაღუპვა მოჰყვა. მთლიანად ეთნიკურად ჩეჩენის, რუსეთის მოქალაქე ცარნაევის წინააღმდეგ 30 ბრალდება იყო წარდგენილი, 17 მათგანზე მას სიკვდილით დასჯა ემუქრება.
გამოძიების ვერსიით, ჯოხარ ცარნაევმა და მისმა ძმამ ტამერლანმა ბოსტონის მარათონზე ორი აფეთქება მოაწყვეს, რის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 264 დაიჭრა. 13 აპრილს სასამართლო პროცესის მეორე სტადია დაიწყება, რომელმაც სასჯელის ფორმა უნდა შეარჩიოს – სიკვდილით დასჯა ან უვადო პატიმრობა გასაჩივრების უფლების გარეშე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები