ვლადიმერ პუტინი ალექსის ციპრასს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრისმა კრემლში ხელი მოაწერეს ერთობლივი მოქმედების გეგმას 2015-2016 წლებზე, ასევე 2016 წელს საბერნეთში რუსეთის და რუსეთში საბერძნეთის წლების ჩატარების მემორანდუმს.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ორი ქვეყანა სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდა. სავაჭრო ბრუნვა რუსეთის წინაღმდეგ დაწესებული სანქციების და საპასუხო მოქმედებების შემდეგ 40%-ით დაეცა. ვიზიტის წინ ისმოდა მოსაზრება, რომ ციპრასი მოსკოვში ფულის სათხოვნელად ჩადის, ვინაიდან 9 აპრილს საბერძნეთმა საერთაშორისო სავალუტო ფონდს მორიგი ტრანში უნდა გადაურიცხოს. თუმცა, პუტინის განცხადებით, ციპრასს რუსეთისთვის კრედიტის გამოყოფის თხოვნით არ მიუმართავს. დასავლეთის და, კერძოდ, ევროკავშირის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების კომენტირებისას, ციპრასმა განაცხადა, რომ „საბერძნეთი სუვერენული სახელმწიფოა და მას მრავალწახნაგიანი საგარეო პოლიტიკის გატარების უფლება აქვს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები