რუსეთი არქტიკაში სამხედრო აეროდრომის მშენებლობას გეგმავს

ფრანც იოსიფის არქიპელაგის ერთ-ერთ კუნძულზე პირველად ააშენებენ აეროდრომს, რომლის ასაფრენი ბილიკი თოვლით იქნება დაფარული. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, აეროდრომზე სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის თვითმფრინავების მიღება იგეგმება. ასაფრენი ბილიკის სიგრძე 2500 მეტრია. ის არქტიკის რეგიონში პირადი შემადგენლობისა და ტვირთების ჩატანაზე იქნება გათვლილი. ამჟამად პილოტები რთულ არქტიკულ პირობებში თვითმფრინავების დაჯდომის წვრთნებს ატარებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები