ლონდონში, საიუველირო საცავიდან 200 მილიონი ფუნტის ძვირფასეულობა გაიტაცეს

 ლონდინის მთავარ საიუველირო კვარტალში მომხდარი ძარცვის შედეგად დამნაშავეებმა საიუველირო საცავიდან 200 მილიონი ფუნტის ღირებულების ძვირფასი ნაკეთობები წაიღეს. ქურდებმა 70 სეიფი გატეხეს და იქიდან ძვირფასეულობა გაიტაცეს. გატანილია საიუველირო ნაკეთობები და ძვირფასი საათები. „სკოტლანდ იარდის“ ინფორმაციით, ძარცვა, სავარაუდოდ, აღდგომის დღეებში – შაბათს ან კვირას მოხდა, მაგრამ ის მხოლოდ სამშაბათს აღმოაჩინეს. მათივე ინფორმაციით, საცავში შესავლელად მძარცველებმა „მძიმე ტექნიკა“ გამოიყენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები