ამერიკელი ექსპერტები – 2020 წელს ჩრდილოეთ კორეას შეიძლება 100 ბირთვული ქობინი ჰქონდეს

ჩრდილოეთ კორეას დაახლოებით 5 წლის შემდეგ შეიძლება 100-დე ბირთვული ქობინი ჰქონდეს. რაც შეხება მათ გაგზავნას „დანიშნულების“ ადგილას, ამისთვის ჩრდილოეთ კორეას უკვე 1000-დე ბალისტიკური რაკეტა აქვს, რომლებსაც შეუძლიათ იაპონიას მიწვდნენ. ასეთია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ამერიკულ-კორეული ინსტიტუტის დასკვნა.

ამ კვლევების მიხედვით, ჩრდილოეთ კორეას აქვს  „ნოდონის“ ტიპის რაკეტები, რომელთა ფრენის მანძილია 1 500 კილომეტრი და „სკადის“ ტიპის რაკეტები, 600 კილომეტრის ფრენის რადიუსით.

ჩრდილოეთ კორეა რეგულარულად ატარებს იაპონიის ზღვის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის რაკეტის საცდელ გაშვებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები