უკრაინული „სახალხო ფრონტი“ იულია ტიმოშენკოს „კრემლის აგენტს“ უწოდებს

 უკრაინის ‘სახალხო ფრონტის“ დეპუტატი ანტონ გერაშენკო ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს იულია ტიმოშენკოს და პარტია „სვობოდას“ „კრემლის აგენტებს“ უწოდებს. გერაშენკომ ეს განცხადება უმაღლესი რადას სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, უკრაინის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის არსენი იაცენიუკის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანია პუტინის დაკვეთით დაიწყო. რადას დეპუტატის განცხადებით, ტიმოშენკოს მხარდამჭერები, რომლებიც არსენი იაცენიუკს კორუფციაში ადანაშაულებენ, ფაქტების გაყალბებას ეწევიან. „მათ მოყავთ უკრაინის ფინანსური ინსპექციის დასკვნები მთავრობაში ფინანსრუი დარღვევების შესახებ იმ პერიოდზე, როდესაც არსენი იაცენიუკი არ იყო პრემიერ-მინისტრი, არამედ პრემიერი იყო ჯერ იულია ტიმოშენკო და შემდეგ ნიკოლაი აზაროვი“ -აცხადებს გერაშენკო. არსენი იაცენიუკის კორუფციული დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით, უკრაინის რადას დეპუტატთა ნაწილს უკვე მეორე დღეა სხდომათა დარბაზში ტრიბუნა აქვთ ბლოკირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები