იერუსალიმში ორი ებრაელი ჯარისკაცი დაჭრეს, თავდამსხმელი მოკლულია

იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე დანით შეიარაღებული ტერორისტი ისრაელის შეიარაღებული ძალების სამხედროებს თავს დაესხა. ერთ-ერთი ჯარისკაცი მან კისერში, მეორე კი ზურგის არეში დაჭრა. ინციდენტის სიახლოვეს მყოფმა უშიშროების ძალებმა თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნეს და ის ადგილზე მოკლეს.
ებრაელ ჯარისკაცებზე თავდასხმები საკმაოდ ხშირად ხდება. გასულ კვირას ასევე დანით შეიარაღებული პალესტინელი ებრაელ მედესანტეს თავს დაესხა. მედესანტე დაიჭრა, მაგრამ მან ტერორისტის განეიტრალება მოახერხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები