რუსი დეპუტატი ქორწინებამდე სექსის აკრძალვას ითხოვს

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ვიტალი მილონოვი, რომელიც სკანდალური განცხადებებით არის ცნობილი, გამოდის ინიციატივით, აიკრძალოს სექსუალური კავშირი ოფიციალურ ქორწინებამდე. შესაბამისი საკანონდებლო ინიციატივა მან სახელმწიფო დუმაში უკვე შეიტანა. დეპუტატის აზრით, კანონის ამოქმედების შემთხვევაში სექსუალური ძალადობა და მის საფუძველზე მომხდარი დანაშაულების რაოდენობა შემცირდება.
„ამ შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ ჩვენ შევძლებთ ჩვენს შვილებს ერთგულება და მორიდება ვასწავლოთ. ამის შედეგად ახალგაზრდა არსებები უმანკოებას შეინარჩუნებენ და ცოდვის ჯურღმულში არ ჩაეშვებიან“, – აცხადებს დეპუტატი.
მილონოვი იმ მშობლებისთვის, ვისი შვილებიც ქორწინებამდე სექსუალურ კავშირს დაამყარებენ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებას მოითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები