„ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა ერაყში 4 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ისლამური სახელმწიფოს „ბოევიკებმა“ ერაყის ჩრდილოეთით მდებარე ნინევიას პროვინციაში ოთხი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. ტელეარხ „ალ-არაბიას“ ცნობით, ოთხივე ადამიანს „ისლამურმა სახელმწიფომ“ სიკვდილი ქურდობის გამო მიუსაჯა.
ტელეარხის ცნობით, სიკვდილმისჯილებს თავები მოჰკვეთეს. ნინევიას პროვინცია პირველი რაიონია ერაყის ტყერიტორიაზე, რომელიც „ისლამურმა სახელმწიფომ“ დაიკავა და მას შემდეგ იქ საკუთარი კანონები აამოქმედა.