თურქეთმა რუსეთის 7 მოქალაქე დააკავა, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს ბრძოლას აპირებდნენ

თურქეთის სამართალდამცველებმა რუსეთის 7 მოქალაქე მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი არალეგალურად სირიის საზღვრის გადაკვეთას ცდილობდნენ. ოფიციალური ანკარის ინფორმაციით, ეს ადამიანები „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში საბრძოლველად მიდიოდნენ. „რუსეთის ორი მოქალაქე საზღვარზე 4 აპრილს დააკავეს, ხოლო კიდევ 5 ადამიანი – 7 აპრილს“, – ნათქვამია თურქეთის პროვინცია გაზიანტეპის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ოთხი წლის განმავლობაში ამ პროვინციაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი რუსეთის 60 მოქალაქეა დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები