უზბეკმა ისლამისტებმა მძევალს თავი მოჰკვეთეს

ავღანეთის ტერიტორიაზე მოქმედმა „ბოევიკებმა“, რომლებმაც თებერვალში 31 ადამიანი გაიტაცეს, ერთ-ერთ მძევალს თავი მოჰკვეთეს. ისლამისტები იმუქრებიან, რომ თუ ავღანეთის ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს, ისინი სხვა ტყვეებსაც დახოცავენ. ექსტრემისტები ავღანეთის ციხეებიდან თანამებრძოლების გათავისუფლებას მოითხოვენ. „ბოევიკები“ აცხადებენ, რომ უზბეკეთის ისლამურ მოძრაობას წარმოადგენენ, რომელიც თალიბანთან და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არის დაკავშირებული. ეს დაჯგუფება 1990-იანი წლების ბოლოს შეიქმნა. 2014 წლის ივნისში მან ქარაჩის აეროპორტზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო. ამ თავდასხმის შემდეგ პაკისტანის ხელისუფლებამ „ბოევიკების“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია ჩაატარა და ისინი იძულებულები გახდნენ, ავღანეთში გადასულიყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები