ვაშინგტონში ელექტროენერგია გაითიშა

ვაშინგტონში ელექტროენერგიის გათიშვის გამო უშუქოდ დარჩა სახელმწიფო დეპარტამენტის შენობა, თეთრი სახლი და კონგრესი. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი მარი ხარფი იძულებული იყო ბრიფინგი სიბნელეში ჩაეტარებინა.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, თეთრ სახლში დაგეგმილი ბრიფინგი ელექტროენერგიის გათიშვის გამო საერთოდ ჩაიშალა.
ელექტროენერგიის მიწოდება ვაშინგტონის მეტროსაც შეუწყდა. რამდენიმე სადგურში ესკალატორები გაჩერდა, მატარებლები კი სარეზერვო ქსელის ამოქმედებამდე გვირაბებში იყო გაჭედილი.
ოფიციალური წყაროების ცნობით, გათიშვის მიზეზი ტერაქტი არ ყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები