სამხრეთ კაროლინაში პოლიციელი დააკავეს, რომელმაც აფროამერიკელი მოკლა (ვიდეო)

აშშ-ს სამხრეთ კაროლინას შტატში 33 წლის პოლიციის ოფიცერი მაიკლ სლეიგერია დაკავებული, მან აფროამერიკელ უოლტერ სკოტს ზურგში 8-ჯერ ესროლა, რის შედეგად ის გარდაიცვალა.
პოლიციელს მკვლელობა ედება ბრალად. გამოძიებას აშშ-ს ფედერალური საგამოძიებო ბიურო ატარებს.
ინციდენტი, რომელიც 4 აპრილს ქალაქ ჩრდილოეთ ჩარლსტონში მოხდა, შემთხვევითმა გამვლელმა ვიდეოზე გადაიღო. ვიდეო პოლიციელს და მის მიერ გაჩერებულ სკოტს შორის ჩხუბით იწყება, შემდეგ სკოტი გარბის და სლეიგერი მას 8-ჯერ ესვრის, რის შემდეგ ის მიწაზე ეცემა. პოლიციელის ანგარიშის მიხედვით, მან ცეცხლი იმის გამო გახსნა, რომ სკოტმა მის წინააღმდეგ ელექტროშოკი გამოიყენა, თუმცა ვიდეოზე ეს არ ჩანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები