რუსმა ჰაკერებმა თეთრი სახლის კომპიუტერული სისტემა გატეხეს

რუსმა ჰაკერებმა აშშ-ს პრეზიდენტის კომპიუტერულ ქსელში შეაღწიეს. ამის შესახებ „სი-ენ-ენი“ თეთრ სახლზე დაყრდნობით იუწყება. აშშ-ს საუდუმლო სამსახურმა უკვე დაიწყო გამოძიება. მისი ინფორმაციით, ჰაკერებმა ბარაკ ობამას არაფორმალური გრაფიკის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
გამოძიების ინფორმაციით, თეთრი სახლის კომპიუტერულ ქსელში ჰაკერებმა სახელმწიფო დეპარტამენტის ქსელიდან შეაღწიეს. მანამდე კი მათ უწყების თანამშრომლების ელექტრონულ ფოსტაზე წვდომა მიიღეს.
თეთრ სახლზე კიბერშეტევა რამდენიმე თვის წინ მოხდა, მაგრამ ინფრომაციამ ამის შესახებ ახლა გაჟონა. ჯერჯერობით უცნობია, შეძლეს თუ არა ჰაკერებმა ინფორმაციის მოპოვება. 1 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვით მათ მიმართ, ვინც კიბერშეტევებშია ეჭვმიტანილი, სანქციები დაწესდება, კერძოდ, აშშ-ს ფინანსთა სამინისტრო მათ საბანკო ანგარიშებს გაყინავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები