ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე, ერთი მოქალაქე დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე, ერთი მოქალაქე დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, გასაღების მიზნით, საქართველოში შემოიტანა დიდი ოდენობით ყალბი თურქული ლირა, რომელიც საქართველოში შემოტანის შემდგომ გაასაღა საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.
დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4- დან 7 წლამდე ვადით.