ატომურ წყალქვეშა ნავზე ხანძარი დოკში წყლის შეშვების შემდეგ ჩააქრეს

რუსულ ატომურ წყალქვეშა ნავ „ორიოლზე“ გუშინ გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა მხოლოდ სარემონტო დოკში წყლის გაშვების შემდეგ გახდა შესაძლებელი. ამ დროისთვის ხანძრი მთლიანად ლიკვიდირებულია. წინასწარი ვერსიით, ხანძარი შედუღების დროს უსაფთხოების წესების დარღვევამ გამოიწვია. კერძოდ, ცეცხლი გაუჩნდა წყალქვეშა ნავის კორპუსებს შორის არსებულ რეზინის ფენას. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარს რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ. ატომური წყალქვეშა ნავი „ორიოლი“ უკვე რამდენიმე წელია სევეროდვინსკში რემონტზე იმყოფება. ის წყალქვეშა ნავ „კურსკის“ ტიპისაა, რომელიც 2000 წელს ბარენცის ზღვაში მთელ ეკიპაჟთან ერთად ჩაიძირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები