პეკინზე მცხოვრებმა ქალმა საოჯახო ნივთები ფანჯრიდან გადმოყარა – გამვლელს ტელევიზორი დაეცა
თბილისში, პეკინის გამზირზე მომხდარი შეთხვევის გამო, ახალგაზრდა ქალბატონია დაკავებული. სამართალდამცველებმა მასთან გასაუბრება მოახერხეს და შემთხვევის ადგილიდან პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
პეკინის გამზირზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრიდან ადგილობრივმა მცხოვრებმა ქალმა საოჯახო ნივთები, ტანსაცმელი, კარადა და ტელევიზორი გადმოყარა. ტელევიზორი გამვლელ ქალს დაეცა და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. ქალი, რომელმაც ბინიდან ნივთები გადმოყარა, რამდენიმე წუთის განმავლობაში სამართალდამცველებს კარს არ უღებდა. ერთ-ერთი ვერსიით, ქალი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.
წყარო: “ინფო 9”