რა სასწაული გადახდა თავს თავდაცვის მინისტრის მეუღლეს ვენაში

„მინდა ერთი ისტორია მოგიყვეთ რომელიც მე გადამხდა“ – წერს თავდაცვის მინისტრის მეუღლე ეკა ჯანელიძე ფეისბუქის საკუთარ გვედრზე და საზოგადოებას ვენაში მომხდარ ამბავს უამბობს. როგორც მინისტრის მეუღლე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, მან ვენაში ყოფნის დროს საფულე დაკარგა, სადაც ყველა მის პირად საბუთს ინახავდა.
„2014 წლის მაისში ჩემ დედამთილს დაუსვეს ძალიან ცუდი დიაგნოზი,ხოჩკინის ლიმფომა .ვენაში გაგზავნილი ანალიზებიათაც იგივე დადასტურდა,უბრალოდ სტადია ვერ განსაზღვრეს რადგან მასალა რაც უნდა აეღოთ დასათესათ ,ისეთ ადგილებში იყო საქართველოში ვერ გააკეთეს. ამიტომ წავიდით ვენაში პუნქციის გასაკეთებლად,მე,დედაჩემი და ჩემი დედამთილი.
იქ ყოფნას დაემთხვა პეტრე პავლობა.იმ ღამეს ვნახე სიზმარი,ხელში მეჭირა ღვთისმშობლის ხატი და მეუბნებოდა წამიყვანე შენთან სახლში არ გეცოდები ნახე სულ სველი ვარო.დილით გავიღვიძე თუ არა ,ეს სიზმარი მოვყევი. კვირა დღე იყო ,სასეირნოთ გავედით.გზათ ნაყინი ვიყიდეთ და მოვხვდით ერთ ქუჩაზე სადაც ანტიკვარული ნივთები იყიდებოდა. ერთი ბროში მომეწონა,რომ უნდა მეყიდა საფულე აღარ დამხვდა ჩანთაში… რომელშიც მედო ყველა ჩემი საბუთი და 500 ევრო. წამოვედით იმ სანაყინეში სადაც დილით ვიყავით… იქ სულ სხვა გამყიდველი დამხვდა,რომ ვუთხარი საფულე დავკარგე აქ დამრჩათქო, იუარა და პოლიციითაც კი დამემუქრა. ღმერთს ვევედრებოდი არ მინდა ის ფული რაც მქონდა მხოლოდ ჩემი საბუთები მაპოვნინეთქო. შევედი გამყიდველთან და ვთხოვე, მარტო საბუთები დამიბრუნეთ ფული არ მინდათქო. ამ კაცმა უცებ დაწერა რაღაც და მომაწოდა,წადი ამ მისამართზე ნიკოლა იკითხე და მოგცემს შენს საბუთებსო.წავედით მოცემულ მისამართზე,მოვიდა ნიკოლა და მომცა ჩემი საფულე და არა მარო საბუთები, ფულიც ხელ უხლებელი.50 ევრო ნიკოლას ვაჩუქე.მეგობარი გვახლდა ვინც დაგყვებოდა,მკითხა სად წავიდეთო, მე ისევ იმ ბროშის საყიდლად გადავწყვჯტე წასვლა. ვიყიდე ეს ჩემი ძალიან მოწონებული ბროში, რომელიც სულ რაღაც 5 ევრო ღირდა (საერთოდ არ ვხმარობ… რამ მომაწონა არ ვიცი))
და ვხედავ ჩემი მეგობარი იქით პირჯვარს იწერს,სასწრაფოდ მივედი და ვხედავ უჭირავს ხატი ხელში… ის ხატი, რომელიც სიზმარში ვნახე და ჩემთან წამოსვლას მთხოვდა… ჩემ დედამთილს ემოციისგან გული წაუვიდა… ძლივს ამოვილუღლუღე და ფასი ვიკითხე, (ძალიან ძვირს ველოდი) ხატის ფასი 500 ევრო მითხრა ის თანხა, რაც დავკარგე და რაც სასწაულად ვიპოვე. ივერის ღვთისმშობლის ხატი 18-19 საუკუნის. არავინ არ იცის როგორ მოხვდა ვენაში ,ყიდიდნენ როგორც ანტიკვარს და არა როგორც ივერის ღვთისმშობლის შეუფასებელ ხატს!! წამოვედით, წამოვაბრძანეთ საქართველოში. რეგისტრაციაზე არ გამოჩნდა!! ჩემს დედამთილს, ხოჩკინის ლიმფომა არ დაუდგინდა! (აბსოლუტურად ჯანმრთელია) ყვავილი, რომელიც პირველად მოართვეს არ დაჭკნა! ხატმა ფერი იცვალა და გაბრწყინდა! საბერძნეთის ეკლესიიდან ჩამოტანილ ხმელ დაფნის ფოთოლს, მირონდენა დაეწყო! გილოცავთ ხარებას!! გფარავდეთ უფალი!! ღვთისმშობლის მადლი არ მოშლოდეს საქართველოს!!!“, – წერს ეკა ჯანელიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები