არჩილ თალაკვაძე: იარაღის უკანონოდ ტარების შემთხვევაში პატიმრობა 4-დან 6-წლამდე უნდა გაიზარდოს
იარაღის შეძენა მკაცრდება, უკანონოდ ტარების შემთხვევაში კი პატიმრობა 4-6 წელი იქნება, – ამის შესახებ „რუსთავი2“-ის ეთერში შს მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, კანონპროექტზე მუშაობა უკვე დასრულებულია და ის პარლამენტში განსახილველად არის გადაგზავნილი.
“იარაღის უკანონო შეძენაზე მოხდეს უფრო ხისტი რეაგირება კანონმდებლობის და სამართალდამცველების მხრიდან და მკაცრდება სანქციები. ასევე ამ პროექტით მკაცრდება სანქციები იარაღის უკანონო ტარებაზე. დღევანდელი კანონმდებლობით ეს სასჯელი იყო მცირევადიანი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უნდა გაიზარდოს პატიმრობით 4-დან 6-წლამდე. ჩვენ ძალიან ხშირად იარაღის უკანონო ტარებისთვის, საპოლიციო-პრევენციული ღონისძიებების დროს ვაკავებთ მოქალაქეებს. თითოეული უკანონო მფლობელობის დროს ამორებული იარაღი ეს არის აღკვეთილი დანაშაული, რომელიც შესაძლოა, შეიარაღებულ პირს ჩაედინა,” – აცხადებს შს მინისტრის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე.