სან-ტომეს სანაპიროსთან ბრაკონიერების გემი ჩაიძირა (ვიდეო)

ბუნების დაცვითი ორგანიზაციის Sea Shepherd-ის წარმომადგენლებმა აფრიკის სანაპიროსთან მდებარე კუნძულ სან-ტომეს სიახლოვეს ბრაკონიერების გემის ეკიპაჟი გადაარჩინეს. Sea Shepherd-ი ამ გემს რამდენიმე თვის განმავლობაში დასდევდა, ვინაიდან ის თევზის იშვიათი ჯიშების რეწვას ეწეოდა. სწორედ ამ დროს ბრაკონიერების გემი სხვა გემს შეეჯახა და ჩაძირვა დაიწყო. Sea Shepherd-ის ეკიპაჟი შემთხვევის ადგილთან ყველაზე ახლოს აღმოჩნდა და 40 მეთევზე გადაარჩინა. ამის შემდეგ ბრაკონიერები კუნძულ სან-ტომეს ხელისუფლებას გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები