რუსულ ატომურ წყალქვეშა ნავზე ხანძარი გაჩნდა
არხანგელსკში ერთ-ერთ გემთშემკეთებელ ქარხანაში ატომურ წყალქვეშა ნავს К-266-ს ცეცხლი გაუჩნდა. ეს სუბმარინა 2000 წელს ჩაძირული „კურსკის“ ტიპისაა. ქარხანაში აცხადებენ, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა და მისი ჩაქრობა საკმაოდ მალე მოხდა. ეს რემონტზე მყიფი წყალქვეშა ნავის ხანძრის პირველი შემთხვევა არ არის. საინტერესო დეტალი – სწორედ დღეს აღინიშნება საბჭოთა ატომური წყალქვეშა ნავის „კომსომოლეცის“ დაღუპვის 26 წლისთავი, რომელიც ასევე ხანძრის შედეგად ჩაიძირა.