საბერძნეთი გერმანიისგან კომპენსაციის სახით 279 მილიარდ ევროს ითხოვს
საბერძნეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გერმანიამ მას ნაცისტური ოკუპაციისთვის რეპატრიაციის სახით 279 მილიარდი დოლარი უნდა გადაუხადოს. ათენმა ეს თანხა ოფიციალური გამოთვლების შემდეგ დაასახელა, თუმცა ბერლინში აცხადებენ, რომ ეს საკითხი მრავალი წლის წინ იყო მოგვარებული. ათენის პრეტენზია ბერლინის მიმართ საბერძნეთის ოკუპაციის წლებში გერმანიის ხელისუფლების მიერ აღებულ კრედიტს ეხება, რომელიც მან ზეწოლის შედეგად აიღო. დამკვირვებლები კი საბერძნეთის დღევანდელი მემარცხენე რადიკალების პრეტენზიას საბრძნეთის მიერ კრედიტებზე უზარმაზარი თანხების გადახდის მოახლოვებით ხსნიან.