ტვიტერი და ფეისბუქი თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ
სოციალური ქსელების – ტვიტერის და ფეისბუკის წარმომადგენლები თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ, რომელმაც ამ საიტების დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო. სოციალური ქსელების გარდა, თურქეთში ვიდეოჰოსტინგი YouTube-ც დაიბლოკა. თურქეთის სასამრთლომ ეს გადაწყვეტილება „ტვიტერში“ ფოტოს პუბლიკაციის გამო მიიღო, რომელზეც სტამბოლის პროკურორს ტერორისტი თავში იარაღს უმიზნებს. პროკურორი სელიმ კირეზი თურქმა მარქსისტმა რადიკალებმა მარტის ბოლოს სასამართლოს შენობაში მძევლად აიყვანეს და შემდეგ მოკლეს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ვებგვერდების დაბლოკვა დროებითი ნაბიჯია, სოციალური ქსელების წარმოამდგენლები საკუთარი უფლებების დარღვევაზე საუბრობენ და ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.