ჩინეთის ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა
ექვსი ადამიანი დაშავდა ჩინეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ჩჟენჩჟოუს ქიმიურ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად. „ასოშიეტედ პრესის“ ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ქიმიური ნივთიერებების გაჟონვა არ დაფიქსირებულა.
აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა, რომლის ჩაქრობას 829 მეხანძრე და 177 ერთეული ტექნიკა ცდილობდა.
ქარხანასთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობა სასწრაფოდ იყო ევაკუირებული. სააგენტო Xinhua-ს ინფორმაციით, ქარხნიდან 50 კილომეტრის რადიუსში ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა. ჩჟენჩჟოუს ქიმიურ ქარხანაში პარაქსილოლს აწარმეობენ, რომელიც საფეიქრო მრეწველობაში გამოიყენება.