დავით საყვარელიძემ კრამატორსკის პროკურორი სხდომაზე დააპატიმრებინა (ვიდეო)
უკრაინის ქალაქ მარიუპოლში დონეცკის ოლქის ახალი პროკურორის წარდგენისას კრამატორსკის პროკურორი ანდრეი სუხინი დააკავეს. დაკავება „სახალხოდ“, ჟურნალისტებისა და საზოგადოების თანდასწრებით მოხდა. დაკავება ტრიბუნიდან უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ დავით საყვარელიძემ დააანონსა.
ანდრეი სუხინს უკანონო ოპერაციებში და კორუფციულ სქემებში მონაწილეობა ედება ბრალად. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ უკრაინაში „სახალხოდ“ დააპატიმრეს საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსი და მისი მოადგილე. დაკავება პირდაპირ მთავრობის სხდომაზე მოხდა.