პუშკოვი ლატვიის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვი აღშფოთებულია ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ედგარ რინკევიჩის განცხადებით, რომელმაც რუსეთი ფაშისტურ გერმანიას შეადარა. პუშკოვის თქმით, ოფიციალური პირის ასეთი განცხადების საპასუხოდ რუსეთმა ლატვიას სანქციები უნდა დაუწესოს.
„ეს, როგორც კონკრეტულ პირებს, ასევე მთლიანად – სახელმწიფოს უნდა შეეხოს“, – განაცხადა პუშკოვმა. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთი ფაშისტურ გერმანიას რამდენიმე დღის წინ შეადარა. „რაც უფრო მეტს ვაკვირდები თანამედროვე რუსეთს, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ის დაასრულებს ისე, როგორც გერმანიის მესამე რეიხმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“,- დაწერა რინკევიჩმა ტვიტერის მიკრობლოგში.