ზვიად ჯანყარაშვილის ადვოკატებმა ირაკლი კორძაიას წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს
ბიზნესმენ ზვიად ჯანყარაშვილის ადვოკატებმა “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კორძაიას წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. მიზეზი კი ის არის, რომ კორძაია ჯანყარაშვილს ბიზნესმენ გია უდესიანთან კავშირში ადანაშაულებდა. მორალური ზიანის მიყენებისთვის, დაცვის მხარე მისგან 5 -ათასლარიან კომპენსაციას ითხოვს.
“ეს არის, ჩვენი აზრით, ძალიან მძიმე ბრალდებები, რომელიც ეხება ადამიანის პატივსა და ღირსებას, რომელსაც სჭირდება დამტკიცება. ანუ ის, რომ ზვიად ჯანყარაშვილი არის გია უდესიანის ბიზნესპარტნიორი და ამის გამო მან შეაფერხა ბესო ხარძიანისთვის წართმეული ქონების დაბრუნება. არის რიგი პასაჟები, სადაც ის ცილს სწამებს ზვიად ჯანყარაშვილს რიგ კორუფციულ გარიგებებში, რაც არის სიცრუე. დღეს ჩვენ შევიტანეთ სასამართლოში სარჩელი და მას მოუწევს ამ ცნობების უარყოფა სასამართლო წესით და მორალური ზიანის ანაზღაურება”,- განაცხადა ზვიად ჯანყარაშვილის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ.