ნიუ-იორკის პარკში რამდენიმე საათით ედუარდ სნოუდენის ბიუსტი დადგეს

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს და დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ყოფილი თანამშრომლის ედუარდ სნოუდენის ქანდაკება ნიუ-იორკის ფორტ-გრინის პარკში უკანონოდ დაამონტაჟეს. სნოუდენი ცნობილია იმით, რომ მან ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მასალები მედიას გადასცა. ამ ინფორმაციამ დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია, რადგანაც გაირკვა, რომ ეს სააგენტო 35 ქვეყნის ლიდერის, მათ შორის გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ტელეფონებს უსმენდა. თავად სნოუდენი აშშ-დან გაიქცა და ამჟამად რუსეთში იმყოფება, რომელმაც დროებითი თავშესაფარი მისცა. მისი ბიუსტი კი ნიუ-იორკის პოლიციამ მოხსნა, ვინაიდან ის უკანონოდ იყო დაყენებული. გარდა ამისა, პოლიციამ გამოძიება დაიწყო იმ სკულპტორების წინააღმდეგ, რომლებმაც სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლის ბიუსტი დაამონტაჟეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები