მოსკოვში ბორის ნემცოვის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობიდან მე-40 დღეს მოსკოვის ცენტრში მის ხსოვნასთან დაკავშირებით წუთიერი დუმილის აქცია გაიმართა. ნემცოვის მეგობრები და თამამებრძოლები დღეს დიდი მოსკვორეცკის ხიდზე შეიკრიბნენ, სადაც პოლიტიკოსი 27 თებერვალს მოკლეს. ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, „ბი-ბი-სის“ ცნობით, რუსეთის სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს.
ხვალ, 8 აპრილს, ნემცოვის თანამებრძოლები გეგმავენ, მოსკოვის ხელისუფლებას პოლიტიკოსის მკვლელობის ადგილას სამახსოვრო დაფის დამონტაჟების მოთხოვნით მიმართონ.