ობამა ირანთან შეთანხმების თაობაზე ისრაელის პოზიციას აკრიტიკებს

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ იმის გამო გააკრიტიკა, რომ მან ირანთან შეთანხმება ისლამური რესპუბლიკის მხრიდან ისრაელის სახელმწიფოს აღიარებასთან დააკავშირა.
„ისრაელის პოზიცია დაახლოებით იგივეს ნიშნავს, რომ ჩვენ ირანთან შეთანხმება იქამდე არ გაგვეფორმებინა, ვიდრე ირანის წყობა არ შეიცვლებოდა“, – განაცხადა ობამამ აშშ-ს საზოგადოებრივ რადიოსთან ინტერვიუში. ეს კი, მისი აზრით, ფუნდამენტური შეცდომა იქნებოდა.
ობამას მიაჩნია, რომ ირანთან მიღწეული შეთანხმება არის უნიკალური შანსი ამ სახიფათო რეგიონში ბირთვული იარაღის გავრცელების აღსაკვეთად. დოკუმენტის მიხედვით, თუ ირანი შეთანხმებას არ შეასრულებს, აშშ და ევროკავშირი სანქციებს არ გააუქმებენ და ირანზე ზეწოლას განაგრძობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები