შსს: მახათას მთაზე არანაირი ინციდენტი არ მომხდარა

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გუშინ, გვიან ღამით, მახათას მთაზე ინციდენტი მოხდა, შსს-ში არ ადასტურებენ. ერთ-ერთმა საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუშინ, გვიან ღამით მახათას მთაზე ინციდენტი მოხდა. გამოცემის ცნობით, შეიარაღებული პირი, რომელიც ერთ-ერთ ქოხში იმალებოდა, ქოხის მეპატრონეს 2 მჭიდი ესროლა.
“გუშინდელ თავდასხმას, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყოლია. მოსახლეობის ვარაუდით შეიარაღებული პირი შალვა აბულაძეა, რომელიც რამდენიმე დღეა ძებნაშია“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები