გიგი უგულავას საქმის განხილვა გადაიდო
გიგი უგულავას საქმის განხილვა 17 აპრილისთვის გადაიდო. საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით სხდომა დღეს აღარ შედგა.
გიგი უგულავას საქმეზე, სავარაუდოდ, მოსამართლე შეიცვლება. პროცესს ბადრი შონია წარმართავს, რომელიც ამ დროისთვის შვებულებაში იმყოფება.
პროცესის გადადების ერთ-ერთ მიზეზად ტექნიკური მიზეზებიც დასახელდა. მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავას საქმეზე სასამართლო მოსმენა ერთსა და იმავე დროს იყო დანიშნული. დაცვის მხარემ ფაქტი გააპროტესტა და სასამართლო პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებაში დაადანაშაულა.