მინდია ჯანელიძეს 8 აპრილს თავდაცვის კომიტეტსა და ნდობის ჯგუფში მოუსმენენ

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის თქმით, თავდაცვის მინისტრის პარლამენტში მისვლის საკითხთან დაკავშირებით უსაფუძვლო განცხადებები გაკეთდა. დეპუტატი აცხადებს, რომ მინისტრი მზად, არის მივიდეს პარლამენტში და მას 8 აპრილს კომიტეტი მოუსმენს.
ირაკლი სესიაშვილის ცნობით, ნდობის ჯგუფის შეხვედრა გაიმართება თავდაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით. კერძოდ, როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც კომიტეტი მინისტრს მოუსმენს და მისგან ინფორმაციას მიიღებს, ნდობის ჯგუფიც შეიკრიბება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები