ნინო გვენეტაძე თეა წულუკიანთან შეხვედრით კმაყოფილია
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრით კმაყოფილია. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საუბარი საქმიანი და კონსტრუქციული იყო.
“იყო საქმიანი და კონსტრუქციული შეხვედრა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარი ბუნებრივია, შეეხებოდა მართლმსაჯულების რეფორმას, ყველა იმ ხედვას, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში უკვე განხილვის პროცესშია და, რომელსაც ამზადებს აღმასრულებელი ხელისუფლება. ვისაუბრეთ სხვა უამრავ საკითხზეც – მოსალოდნელ ცვლილებებზე, რა კუთხითაც პირველი პრიორიტეტული თემა იყო არასრულწოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, ასევე სასამართლო კორპუსში სპეციალიზაციის საკითხები”, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.