ირაკლი სესიაშვილი ალასანიას განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს

ირაკლი ალასანიას განცხადება არის უპასუხისმგებლო, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი ირაკლი ალასანიას ინიციატივას, რომელიც სპეციალური საგამოძიებო ორგანოს შექმნას გულისხმობს.
ირაკლი ალასანიას განცხადებით, საქართველოს პარლამენტში უნდა შეიქმნას სპეციალური საგამოძიებო კომისია, რომელიც საფრანგეთში გაფორმებული მემორანდუმის შესახებ იმუშავებს.
სესიაშვილის თქმით, საკითხი ნდობის ჯგუფში იქნება განხილული და ამისთვის პეციალური კომისიის შექმნა არაა საჭირო.
“ბოლო პერიოდში მოდაში შემოვიდა საიდუმლო ინფორმაციების განმჟღავნება თუ რა, ვერ გეტყვით. მე ვაპირებ , რომ ეს საკითხი განვიხილოთ ნდობის ჯგუფის ფორმატში, სწორედ მხოლდო ნდობის ჯგუფს აქვს კომპეტენცია , განიხილოს ასეტი საკითხები. ამისთვის არსებობს ეს სპეციალური ორგანო. დღეს უკვე ვცდილობთ ამ საკითხზე ორგანიზაციული საკითხები გავიაროთ”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები