დღეს საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება

დღეს, 14:00 საათზე ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის წინასასამართლო პროცესი დაიწყება.
სხდომაზე დაცვისა და ბრალდების მტკიცებულებების დაშვება-დაუშვებლობის საკითხი განიხილება. შეგხსენებთ, რომ შეიარაღებული თავდასხმა ვალერი გელაშვილზე 2005 წელს მოხდა. მან სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო და სწორედ ამ საქმეზეა აღძრული სისხლის სამართლის საქმე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები