მოკლული პოლიციელის საქმეზე შემთხვევის ადგილთან მომუშავე პირები დაიკითხნენ
მოკლული ინსპექტორ-გამომძიებელის ბექა მარგიშვილის მკვლელობის საქმეზე ის ადამიანები დაიკითხნენ, ვინც შემთხვევის ადგილთან ახლოს მუშაობდა. შაურმის გამყიდველის განცხადებით, პროკურატურაში ის დღეს დაკითხეს. მისი განცხადებით, მან ნამდვილად გაიგო გასროლის ხმა და დაინახა პოლიციელები, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, თუმცა თუ ვინ განახორციელა საკონტროლო გასროლა, მისთვის უცნობია.
“გუშინ გასროლის ხმა გავიგეთ, რის შემდეგაც გამოვედით და დავინახეთ, რომ ორი პოლიციელი იყო დაჭრილი. ისინი მძიმე მდგომარეობაში იყვნენ და საჭიროებდნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას. მეტი დეტალი ჩემთვის უცნობია. ასევე უცნობია ჩემთვის, თუ ვინ ჩაიდინა მკვლელობა. დღეს სამართალდამცველებმა დამკითხეს და მოვუყევი ყველა ის დეტალი, რის შესახებაც ჩემთვის არის ცნობილი”, – აღნიშნა საშაურმის თანამშრომელმა.