ქრთამის აღების ფაქტზე გორის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს (ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური სამსახურის წამყვანი სპეციალისტი გიორგი შერმადინი დააკავა.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ერთ-ერთმა მეწარმე სუბიექტმა გორის მუნიციპალიტეტს შეუსრულა ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები, შესრულებული სამუშაოებისათვის თანხის გადმორიცხვის დაჩქარების სასნაცვლოდ, ბრალდებულმა მოქალაქისაგან ქრთამის სახით 500 ლარი აიღო. ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე“-აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები