შსს-მ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე 1984 წელს დაბადებული დიმიტრი ს.დააკავა. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა „ჯეოქსი“-ს სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი 1 მჭიდით და 6 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს.ამოღებული იარაღი სროლისათვის ვარგისია. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაარმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).
შსს-მ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავა (ვიდეო)
