თენგიზ შარმანაშვილი – “ტვ პირველის” სიუჟეტზე: საქართველოს მოსახლეობა ამ პროპაგანდას არ აჰყვება, მათ კარგად ესმით, რომ ერთი კვირის განმავლობაში რადიკალური ცვლილებები ვერ მოხდებოდა, მაგრამ ეს ცვლილებები აუცილებლად მოხდება, ფასებიც აუცილებლად დაიწევს
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, თენგიზ შარმანაშვილი “ტვ პირველის” სიუჟეტს გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის შემდეგ, ბაზარზე ფასებს არ დაუწევია.
შარმანაშვილის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობას კარგად ესმის, რომ ერთ კვირაში რადიკალური ცვლილებები ვერ მოხდება, შესაბამისად, ამგვარ პროპაგანდას ხალხი არ აჰყვება.
“საქართველოს მოსახლეობა, ამ პროპაგანდას არ აჰყვება. მათ ძალიან კარგად ესმით, რომ ერთი კვირის განმავლობაში დაანონსებული ნაბიჯებიდან, რა თქმა უნდა, რადიკალური ცვლილებები ვერ მოხდებოდა, მაგრამ, ეს რადიკალური ცვლილებები აუცილებლად მოხდება, ფასებიც აუცილებლად დაიწევს და ეს ადამიანები, რომლებიც გადასული არიან ხალხის ძარცვაზე, თავიანთ ადგილს იპოვიან საქართველოს საზოგადოებაში”, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.