სასწრაფოდ: თბილისში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაჭრეს
თბილისში, ვარკეთილში საპატრულო პოლიციის 2 თანამშრომელი დაჭრეს. „კვირას“ ინფორმაციით, სამართალდამცველები შემოვლას აწარმოებდნენ, რა დროსაც, გადამოწმების მიზნით მათ შეაჩერეს პირი, რომელმაც პოლიციელების მიმართულებით გაუფრთხილებლად გახსნა ცეცხლი. დაჭრილი შსს-ს თანამშრომლები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც „კვირას შსს-ში განუცხადეს, ამჟამად სამუშაოები დამნაშავე პირის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო მიმდინარეობს.