„ღმერთმა დაიფაროს საქართველო ირაკლი ალასანიასნაირი ლიდერისაგან!“

ექსპერტი დემურ გიორხელიძე თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ალასანიას დღევანდელი განცხადების გამო აკრიტიკებს. გიორხელიძე ალასანიას მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას დილეტანტურს და უპასუხისმგებლოს უწოდებს.
„ახლა აბსოლუტურად მშვიდად და ცივი გონებით ვწერ, – თან მინდა ზუსტად, ემოციის გარეშე აღვიქვა ის, რაც მ ო ვ ი ს მ ი ნ ე: ბატონი ირაკლი ალასანიას ბრიფინგი! უფრო არასერიოზული, უფრო უპასუხისმგებლო, უფრო პოლიტიკანური, უფრო ზერელე, უფრო ქვეყნის ფეხებზე დამკიდებელი და აბსოლუტურად დილეტანტური გამოსვლა არასდროს მომისმენია… ბატონ ირაკლი ალასანიას ისეთივე წარმოდგენა აქვს სარაკეტო სისტემებზე, როგორც მე მაქვს წარმოდგენა ჩინურ ენაზე… მე ის მაინც მყოფნის, ჩინურზე არ ვისაუბრო.
p.s. ბედნიერება მქონდა, უსაშველოდ წინ წასულ სამეცნიერო სფეოში მემუშავა, – ახლოს იყო ყველაფერ იმასთან, რაც რაკეტულ სისტემებს უკავშირდებოდა. ასე ვინმეს იმ სფეროში უაზროდ რომ ეყროყინა, მას იქ არასდროს არავინ მიუსშვებდა… ქართული საზოგადოება 25 წელია უსმენს ყროყინს ე.წ. პოლიტიკოსებისას და ისჯება საკუთარი შვილების უპერსპექტივო მომავლით და საკუთარი ოჯახების დაძაბუნებითა და უპერსპექტივობით! გიხაროდენ! ახალი “ბელადი” ცხვება, მაგრამ ეს უკვე… ფარსია! შესანაშნავად ვიცნობდი მიხეილ სააკაშვილს, – პარლამენტში საუცხოო ურთიერთობა გვქონდა! სულ ცოტა, ათი თავით აღემატება ბატონ ალასანიას ყველა პარამეტრით: ნიჭიერებით, შესაძლებლობით, გონიერებით, შემართებით და ა.შ. სააკაშვილი ასაკმა, გამოუცდელობამ და თანაბარი ძალის პოლიტიკოსებით დაკომპლექტებული გუნდის არარსებობამ მიიყვანა სრულ დამარცხებამდე… ღმერთმა დაიფაროს საქართველო ბატონი ირაკლი ალასანიასნაირი ლიდერისაგან! ეს გაცილებით მძიმე შედეგის მომტანი იქნება, რადგან სახეზე გვაქვს… სრული პროფანაცია და უპასუხისმგებლობა!“- წერს გიორხელიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს უარი ათქმევინა თავდაცვითი მექანიზმის შეძენაზე, რომელიც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ირაკლი ალასანიას განცხადებით, საფრანგეთში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მემორანდუმის ხელის მოწერა პრემიერ-მინისტრთან და უსაფრთხოების კაბინეტის წევრებთან შეთანხმებული იყო. თუმცა, ალასანიას თქმით, მას დაურეკეს პრემიერის სახელით, რომ მემორანდუმზე ხელი არ მოეწერა. როგორც ალასანიამ აღნიშნა, თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი იმ იმედით დააკავეს, რომ ის დოკუმენტზე ხელს არ მოაწერდა, თუმცა მან დოკუმენტს ხელი მაინც მოაწერა, როგორც წინასწარ იყო შეთანხმებული. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ის 6 თვის განმავლობაში ელოდებოდა დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტების რეალიზებას, თუმცა ასე არ მოხდა. ამის გამო კი, მისი თქმით, შეთანხმება ჩაიშალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები